კალასი: რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს

14.02.25 14:46
კალასი: რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილ იერიშს გმობს.

კაია კალასი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს. 

რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს". - წერს კაია კალასი. 

ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდონიბით ავრცელებს.  ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონი მოხვდა სადგურის მეოთხე ენრგობლოკის საფარს(სარკოფაგს), რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.