ტრამპი სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება

22.03.21 17:43
ტრამპი სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება

სოციალური ქსელებიდან დაბლოკილი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უახლოეს მომავალში,  სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება - ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა

მილერის თქმით, პლატფორმა გრანდიოზული იქნება და ტრამპი მილიონობით ადამიანს მიიზიდავს. 

მე ვფიქრობ, რომ 2-3 თვეში დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაბრუნდება საკუთარი პლატფორმით - თქვა ჯეისონ მილერმა.

კაპიტოლიუმში  ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ დონალდ ტრამპმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის შემდეგაც Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკა. ანგარიშები ასევე წაშალა  Twitter-მა და   YouTube-მა.

მსგავსი სიახლეები