რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა - ზელენსკი

21.02.25 10:46
რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა - ზელენსკი

რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა, - ამის შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  

ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ეს სამართლიანი და ღირსეული მშვიდობა უნდა იყოს. 

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს - ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა - ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს, - განაცხადა ზელენსკიმ 

მსგავსი სიახლეები