შოლცის პირველი კომენტარი არჩევნებში დამარცხების შემდეგ

ოლაფ შოლცი არჩევნებში წაგებას აღიარებს და ამბობს, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს. ამასთან, მოქმედი კანცლერი აღნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია და ამასვე ურჩევს პირველ ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატებსაც.
ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ. წინა არჩევნებში პარტიას უკეთესი შედეგები ჰქონდა, ხოლო ამ შედეგზე, ისევე როგორც წინა არჩევნების შედეგებზე, პასუხისმგებელი თავად ვარ. ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები და ის ფაქტი, რომ მათ ასეთი კარგი საარჩევნო შედეგი მიიღეს, არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ და მე არასდროს მივიღებ. ჩვენ უნდა მივყვეთ იმას, რაც ყოველთვის გვითქვამს, ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ ულტრამემარჯვენეებთან, - განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ ხმების 29% აიღო. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მას ამომრჩეველთა 19.5%-მა დაუჭირა მხარი.