ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები "ყველა ყველაზე" ფორმატში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინელი ტყვეების ფართომასშტაბიანი გათავისუფლება, შესაძლოა, ომის დასრულების ერთ-ერთი წინაპირობა იყოს.
მისივე თქმით, უკრაინა მზადაა გაცვალოს პატიმრები რუსეთთან “ყველა ყველასათვის“ ფორმატში.
ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს “ყველა ყველაზე “და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.