ომი რუსეთის სურვილის გამო დაიწყო, რათა წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს იმპერია - ჯასტინ ტრუდო

24.02.25 15:04
ომი რუსეთის სურვილის გამო დაიწყო, რათა წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს იმპერია - ჯასტინ ტრუდო

ეს ომი რუსეთის სურვილის გამო დაიწყო, რათა წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს იმპერია- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისი თქმით,  ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინას გრძელვადიანი სიმშვიდის მიღწევის შესაძლებლობა მიეცეს.

“ჩვენ ვერ დავბრუნდებით ერაში, როცა ძალა ადგენს წესებს“, -თქვა ტრუდომ.

ეს ომი ერთადერთი მიზეზის გამო დაიწყო. რუსეთის სურვილის გამო, წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს იმპერია. ჩვენ უკან ვერ დავბრუნდებით. ჩვენ ვერ დავბრუნდებით ერაში, როცა ძალა ადგენს წესებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა გრძელვადიანი სიმშვიდის მიღწევაში, რომლის მიღწევაც შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელების გარეშე“, - აღნიშნა მან. 

მან პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კიევი კიდევ 25 ერთეულ LAV III ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს მიიღებს.

ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“, - აღნიშნა ტრუდომ.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები