G7-ის შეხვედრის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის დიდი შვიდეულის შეხვედრის ფარგლებში საუბარი შედგა.
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რადგან ლიდერთა ნაწილი ვიზიტით კიევში იმყოფება.
პროდუქტიული შეხვედრა, მნიშვნელოვანი პრინციპული სიტყვები პარტნიორთა უმეტესობისგან. ძალიან გვაქვს მსოფლიოს ერთიანობის იმედი - ევროპის, ამერიკის, ყველა მსოფლიო ნაწილის და ერის, რომელიც ისწრაფვის, რომ იცხოვროს მშვიდობიანად, პროგნოზირებადი წესების საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.