დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება - კალასი ზელენსკი/ტრამპის შეხვედრაზე
დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ზელენსკი/ტრამპის შეხვედრას.
უკრაინა ევროპაა!
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით.
ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა.
დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ახლა ჩვენზეა, ევროპელებზე, ამ გამოწვევის მიღებაა".- წერს კაია კალასი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.