უკრაინელი ხალხი იმსახურებს სიცხადეს უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე - ლუკ კოფი
ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევარი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება მთავარი მოლაპარაკებების დროს უნდა გადაწყდეს. საუბარია შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპელი პარტნიორები დაესწრებიან. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
კოფის თქმით, უკრაინა იმსახურებს სიცხადეს უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე.
ვფიქრობ, ნებისიერი შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების თაობაზე უნდა გადაწყდეს მთავარი მოლაპარაკებების დროს, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმართება უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის. ბუდაპეშტის მემორნადუმით მიღებული გაკვეთილის შემდეგ უკრაინელებს უფრო ხელშესახები, კონკრეტული გარანტიები სჭირდებათ. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს სიცხადეს უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე, იქნება ეს აშშ-სა თუ ევროპელი ქვეყნებისგან, - ამბობს ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევარი ლუკ კოფი.