მედია: რომის პაპი კვლავ ვენტილაციაზეა

03.03.25 23:59
მედია: რომის პაპი კვლავ ვენტილაციაზეა

რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით,  პაპ ფრანცისკეს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ "არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია" უტარდება.

ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს  ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, 14 თებერვლიდან ჰოსპიტალიზირებულია რომის Gemelli Hospital-ში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით.