მეფეს სთხოვენ, დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტი გააუქმოს - პეტიციას უკვე 180 ათასი ხელმომწერი ჰყავს

05.03.25 11:05
მეფეს სთხოვენ, დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტი გააუქმოს - პეტიციას უკვე 180 ათასი ხელმომწერი ჰყავს

ბრიტანელები ინგლისში დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმებას ითხოვენ და პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ. 38 გრადუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებული პეტიცია მიმართულია მეფე ჩარლზ III-სა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერისთვის.პეტიციას უკვე 178 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მიმართვის ავტორები მოითხოვენ, ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტის დაუყოვნებლივ გაუქმებას:

ეს ის დონალდ ტრამპაი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში პუტინს დაუახლოვდა, გაზარდა ტარიფები ვაჭრობაზე, შეამცირა დახმარება მთელს მსოფლიოში და აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში. იმავდროულად, მისი საუკეთესო მეგობარი ელონ მასკი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ერევა და სოციალურ მედიაში ტყუილს ავრცელებს, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

პეტიციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომ ხალხს საშუალება აქვს, მეფეს და პრემიერს აჩვენოს, რამდენად არასასურველია ის.