ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან და ბრიტანეთის პრემიერ კირ სტრამერთან ერთად ტრამპთან შესახვედრად, აშშ-ში ვიზიტს განიხილავს

05.03.25 16:27
ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან და ბრიტანეთის პრემიერ კირ სტრამერთან ერთად ტრამპთან შესახვედრად, აშშ-ში ვიზიტს განიხილავს

The Guardian-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებში მორიგ ვიზიტს განიხილავს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად შეხვდეს.

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

რამდენიმე საათის წინ, კი გაირკვა, რომ ოვალურ კაბინეტში გამართული დებატების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა.

აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკის წერილი წაიკითხა,  გზავნილს მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

წერილში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას მაშინ, როცა ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი იქნება.