ზელენსკი: უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მუშაობა განაახლეს, იმედი გვაქვს, მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს ამერიკული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინული და ამერიკული დელეგაციები მოლაპარაკებებს გამართავენ.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება.
მადლობელი ვარ ყველანაირი მხარდაჭერისთვის. უკრაინელები ნამდვილად აფასებენ, რომ გლობალურ პოლიტიკაში ასეთი დიდი ემოციების დროს, ევროპის მთლიანობა ნარჩუნდება და ევროპა სწორად მოქმედებას ცდილობს. ამასობაში, უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მუშაობა განაახლეს და იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება" - წერს ზელენსკი.
უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებები 11 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება- ამის შესახებ ინფორმაციას KyivPost Fox News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის გუნდების მუშაობის დაწყების ფარგლებში გაიმართება.