პრიორიტეტი ცაში და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაა... უკრაინა კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და სანდო მშვიდობისთვის - ზელენსკი

07.03.25 11:44
პრიორიტეტი ცაში და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაა... უკრაინა კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და სანდო მშვიდობისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარკებისას პრიორიტეტი ცაში და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, უკრაინა მზად არის, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მშვიდობის დასამყარებლად 24/7-ზე იმუშაოს. მისი თქმით, უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და სანდო მშვიდობისთვის.

პირველი პრიორიტეტი ცაში ცეცხლის შეწყვეტის ჩამოყალიბება და სრული კონტროლი შეიძლება იყოს (რაკეტებით, შორი მანძილის დრონებითა და ბომბებით ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეჩერება), ისევე, როგორც ცეცხლის შეწყვეტა ზღვაში, რაც შავ ზღვაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ნიშნავს, რაც უზრუნველყოფს მშვიდობიან და უსაფრთხო ნავიგაციას. ამ პირველ ნაბიჯებს როგორც პროლოგს განვიხილავთ უფრო ფართო და ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, უკრაინა მზად არის 24/7-ზე იმუშაოს მშვიდობისთვის ჩვენს პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

მომდევნო ორშაბათს, დაგეგმილი ვიზიტი მაქვს საუდის არაბეთში სამეფო ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრისთვის. ამის შემდეგ ჩემი გუნდი საუდის არაბეთში დარჩება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით. როგორც აშშ-ის პრეზიდენტს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და სანდო მშვიდობისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებები 11 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება- ამის შესახებ ინფორმაციას KyivPost Fox News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის გუნდების მუშაობის დაწყების ფარგლებში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები