ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
ამასთან, ხვალ 11 მარტს, ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. ზელენსკი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.