იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა-ტრამპი

13.03.25 21:11
იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა-ტრამპი

ტრამპი იმედოვნებს, რომ "რუსეთი სწორად მოიქცევა" - უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დიდი ძალაა ჩართული. საბოლოო შეთანხმების დეტალები განიხილება.

მედია დონალდ დონალდ ტრამპის ციტატებს ავრცელებს:

იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა. მინდა, რომ  ცეცხლის შეწყვეტა ვიხილო. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დიდი ძალაა ჩართული. საბოლოო შეთანხმების დეტალები განიხილება. თუ რუსეთი ამას არ იმზამს, ეს იქნება იმედგაცრუება მსოფლიოსთვის. პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა. მინდა შეხვედრა და საუბარი პუტინთან.

მსგავსი სიახლეები