მაკრონი ზელენსკის ესაუბრა

14.03.25 22:05
მაკრონი ზელენსკის ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უნდა მიიღოს და უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. 

ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი პარტნიორებთან მუშაობას, უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, გააგრძელებს. 

სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები.

ამ ხუთშაბათს, პარიზის შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების ორმოცამდე შტაბის უფროსი შეიკრიბა. ხვალ, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიდეოკონფერენციით გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - წერს მაკრონი.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პოზიციას, ის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათქმებით ითხოვს

მსგავსი სიახლეები