"პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის" - ზელენსკი

15.03.25 18:29
"პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის" - ზელენსკი

"პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.

მისივე თქმით, თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს, მაშნ მასზე ძლიერი ზეწოლა იქამდე უნდა განხორციელდეს, ვიდრე იძულებული არ გახდება, წინადადება მიიღოს. 

ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე სვლა უპირობოდ უნდა დაიწყოს. თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ ამას არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ გააჭიანურებდა მშვიდობის მიღწევას და ახლა ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლებოდა უკვე მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პოზიციას, ის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათქმებით ითხოვს

მსგავსი სიახლეები