რუსეთმა კიროვგარდი დაბომბა - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი

20.03.25 10:20
რუსეთმა კიროვგარდი დაბომბა - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი

რუსეთმა კიროვგრადის ადმინისტრაციულ ოლქზე, კროპივნიცკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კროპივნიცკმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური იერიში გადაიტანა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი და მრავალსართულიანი კორპუსები. თითქოს დაცინვაა, მტრის დრონებმა იერიში მშვიდობის ქუჩაზე მიიტანეს". – ამბობს კიროვგრადის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური, ანდრეი რაიკოვიჩი.

 

რუსული იერიშის შედეგად კიროვგრადის ოლქში დაზიანებულია სარკინიგზო კომპანია Укрзализныци-ის ინფრასტრუქტურა.