უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება.
იშვიათ მინერალებში შეთანხმება შედგა. მალე მოვაწერთ ხელს. ახლა ტერიტორიაზე ვსაუბრობთ", - თქვა ტრამპმა საკუთარ კაბინეტთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 მარტს, უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა. საუბრის ერთ-ერთი თემა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა იყო.