საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

26.03.25 23:19
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

"საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და  სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დაუყოვნებელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს. მე გამოვაცხადე დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს", - განაცხდა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება, რათა უსაფრთხოების სამიტისთვის მოემზადოს. სამიტი 27 მარტს იგეგმება.