"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

26.03.25 23:33
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ მაკრონს ახლადგამოცხადებული 2-მილიარდიანი სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საფრანგეთის "ურყევი მხარდაჭერა" რუსეთის წინააღმდეგ ომში.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძელდება... მოსკოვში ჩვენ არ გვესმის სხვა ენა გარდა ძალის ენისა. ეს ფაქტია... მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო", -  თქვა ზელენსკიმ.