სადისტური მკვლელობა თურქეთში - 25 წლის ქართველ ქალს ყელი გამოჭრეს

23.03.21 13:10
სადისტური მკვლელობა თურქეთში - 25 წლის ქართველ ქალს ყელი გამოჭრეს

თურქეთის ქალაქ სტამბულში შეიარაღებული თავდასხმის დროს  25 წლის ქართველი ქალს ყელი გამოჭრეს, მისი ქმარი კი , რომელიც პაკისტანის მოქალაქეა, დაჭრეს. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, 4 შეიარაღებული პირი იმ საცხოვრებელ ბინაში შევიდა, სადაც საქართველოს მოქალაქე პაკისტანელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. 

თურქული მედია წერს, რომ ეს იყო სადისტური მკვლელობა, რადგან ქალს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. 


ცხედარი ახლა პროზექტურაშია გადასვენებული, თუმცა მოკლულის ახლობლები ჯერ სამართალდამცველებთან კონტაქტზე არ გასულან. 
 

მოკლულს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.