"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება-ზელენსკი

01.04.25 23:49
"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება-ზელენსკი

"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

რაც შეეხება კონტინგენტის საკითხს, პარასკევს [4 აპრილს] გვექნება შეხვედრა, რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა იქნება, ქვეყნების ვიწრო წრის. მათი, ვინც მზად არის კონტინგენტი განალაგოს ამა თუ იმ ფორმით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს “პირველი ღრმა შეხვედრა” იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.

იყო კონსულტაციები, ხოლო ეს პირველი ღრმა შეხვედრა იქნება. დავინახავთ გარკვეულ განმარტებებსა და გარკვეულ დეტალებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები