რუსებმა კიევს და მიკოლაევს დრონებით დაარტყეს - არიან დაშავებულები
რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს და მიკოლაევს დრონებით დაარტყეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმას კივეში ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. მანამდე დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას უახლოეს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
მიკოლაევში დრონებით თავდასხმის შედეგად კი ორი ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულებიც, ისინი საავამდყოფოში გადაიყვანეს.