პარიზში უკრაინას, აშშ-ისა და ევროპულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

17.04.25 20:11
პარიზში უკრაინას, აშშ-ისა და ევროპულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის, ამერიკისა და ევროპის დელეგაციებს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი ესწრებიან.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ.

მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.