რუს სამხედროებს ცეცხლი არ შეუყვეტიათ - ზელენსკი "სააღდგომო ზავზე"
რუსეთის სამხედროები არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის 30 საათიან რეჟიმს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა აღდგომის წინა დღეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტიმა დღეს, 20 აპრილის დილას ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე მოხდა 59 დაბომბვა და რუსული ქვედანაყოფების ხუთი იერიში.
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე მოხდა 59 დაბომბვა და რუსული ქვედანაყოფების ხუთი იერიში. ოპერატიულ-ტაქტიკურ მიმართულება „სტარობელსკში" დაფიქსირდა ერთი საბრძოლო შეტაკება, "დონეცკში" - სამი საბრძოლო შეტაკება (პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით) და ერთიც სტეპნის რაიონში. ასევე დაფიქსირდა FPV-დრონების ათობით გამოყენება. ჩვენი მეომრები ყველგან უპასუხებენ ისე, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს სარკისებურ მოქმედებას, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თმით, რუსეთი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მთლიანობაში ცეცხლი შეწყვიტა, თუმცა ცალკეულ უბნებზე იერიშებს განაგრძობს.
საერთო ჯამში, აღდგომის დილისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის არმია ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში ცეცხლი შეწყვეტა, მაგრამ ცალკეულ უბნებზე განაგრძობს წინსვლის მცდელობებს და უკრაინის არმიისათვის ზიანის მიყენებას,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, კვლავ ძალაშია უკრაინის შეთავაზება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს 30 დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა "სააღდგომო ზავი". პუტინის თქმით, რუსეთის მხარე "აჩერებს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 სთ-დან 21 აპრილის 00:00 საათამდე".