რომის პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტია - მედია
რომის პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტია - ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. მისივე ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვალება ინსულტის შედეგად ცერებრალურმა სისხლდენამ (სისხლჩაქცევამ) გამოიწვია.
Corriere della Sera წერს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში განცხადება გავრცელდება, სადაც რომის პაპის გარდაცვალების რეალური მიზეზი იქნება მოცემული.
ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როიტერსი" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. მოგვიანებით ინფორმაცია Vatican News-მაც დაადასტურა.