პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის - ზელენსკი

"მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიეძღვნა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინელებისთვის ლოცულობდა.
მან იცოდა, როგორ მიენიჭებინა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ შეეწყო ხელი ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როიტერსი" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. მოგვიანებით ინფორმაცია Vatican News-მაც დაადასტურა.