პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად აშშ-ში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად აშშ-ში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა.
ახლახან რომის პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად ჩვენს ქვეყანაში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე. ის კარგი ადამიანი იყო. ბევრს მუშაობდა. მას მსოფლიო უყვარდა და ამის გაკეთება დიდი პატივია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როიტერსი" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. მოგვიანებით ინფორმაცია Vatican News-მაც დაადასტურა.