დნეპროპეტროვსკში რუსების იერიშს ბავშვი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
ე.წ. დრონებით იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქზე - დაიღუპა 12 წლის ბავშვი. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ინფრომაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი.
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს. ნაწილობრივ დაზიანდა კერძო სახლი, კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, იერიში მიიტანეს სინელნიკოვის რაიონზე, რა დროსაც 47 წლის ქალი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.