ცესკოს დადგენილება ცესკოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში იქნება გამოყენებული - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს ახალი დადგენილება უწყების წინააღმდეგვე ევროსასამართლოში დამატებით მტკიცებულებად იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი დადგენილებით ცესკომ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო.
პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება იმის, რაზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, შეტაილი გქვონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე. ანუ საუბარია, ხმის დაცვის საიდუმლოზე, რომელიც არ იქნა დაცული გასული არჩევნების დროს.
დღევანდელი დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ, მისი თქმით, უკეთესად იყოს დაცული ამ ელექტრონული აპარატების მიერ ის საიდუმლოება, რომელიც არის აუცილებელი პირობა არჩევნების.
ამიტომ ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილია ამ საკითხებზე სარჩელი, იმისთვის, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ. ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება გართულდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკო, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მის ფარულობა დარღვეული იყო, ამიტომ აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.