აღიარებს თუ არა ცესკო, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო - ახალი დადგენილება

30.04.25 11:38
აღიარებს თუ არა ცესკო, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო - ახალი დადგენილება

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ. ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება გართულდება. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკო, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მის ფარულობა დარღვეული იყო, ამიტომ აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. 

"ოცნების" ოპონენტები თვლიან, რომ ცესკომ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა ვერ უზრუნველყო, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები ახალმა ადმინისტრაციამ ჩაატაროს. 

მოახდინა თავისი თავის ლუსტრირება და აღიარა, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბით დაფიქსირდა 26 ოქტომბერს, კერძოდ, 2263-ვე ტექნოლოგიზებულ უბანზე ანუ ამომრჩეველთა 90%-თვის, რაც გახდა საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურობისა, არის რეალობა, ფაქტი და მათ ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩარჩო კონვერტი გაზარდონ და აგრეთვე, დაფარონ ეელექტრონული ხმის მიცემიც აპარატის ჭრილი. ეს არის მნიშნელოვანი აღიარება და შემოდგომაზე შერცხვენილ დისკრედიტირებულ ინსტიტუციას ახლა დაემატა ის, რომ მათ ეყოთ უტიფრობა და თითქოს რაღაც გამოასწორეს ტექნიკურად. რეალურად, კი მათ ამით აღიარეს, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი. ამას უკვე ვეღარაფერი შემოაბრუნებს, იმიტომ, რომ ცესკო არის სრულად დისკრედიტირებული და არალეგიტიმური, - ამბობს გიორგი სიორიძე.

ცესკოს ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.  

დღემდე ამ საკითხის ირგვლივ არ სრულდება სპეკულაციები, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დარღვევას ამ მიმართულებით, სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ჩარჩო ფორმის თუ ბიულეტინის გამოყენების ნაწილში არანაირ დარღვევას და სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. როგორც უკვე აღვნიშნე, სათანადო რისკების და სპეკულაციის სივრცის მინიმიზების მიზნით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, - თქვა ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა.  

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა ოპოზიციას ამის არ სჯერა.

აღნიშნული აღიარების შემდეგ, ოპოზიცია თვლის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ცესკომ დღის წესრიგში თავადვე უნდა დააყენოს.