რაც არ უნდა გააკეთოს ცესკომ, მის მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დაბალია - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ცესკოს ახალი დადგენილება ხალხის ნდობას ვეღარ უზრუნველყოფს. არასამტავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე პრობლემა კომპლექსური იყო და საქმე მხოლოდ ბიულეტენბის გამჭვირვალობას არ ეხებოდა.
ეკა გიგაურის თქმით, ყველაფერი, რასაც ახლა ცესკო აკეთებს, ნდობას მაინც არ იწვევს.
რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ცესკომ, მათი საქმიანობის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არის ძალიან დაბალი. არ იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიულეტენებზე, რომელიც ჟონავდა. ფარულობის დარღვევაზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანები ხმას აძლევდნენ სხვისი პირადობის მოწმობით და სხვა ნომრებით. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, ზეწოლას და ა.შ. ამიტომ, ეს იყო კომპლექსური პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ არჩევნების დღეს. ამაზე საუბრობს ეუთოც, ეს არის მის დასკვნაში, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც დღეს ცესკო აკეთებს, არ იწვევს ნდობას, - ამბობს ეკა გიგაური.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ. ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება გართულდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკო, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მის ფარულობა დარღვეული იყო, ამიტომ აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.