ევროპა სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს - ბოკუჩავა

30.04.25 18:50
ევროპა სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს - ბოკუჩავა

ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, ყველაზე გავლენიანი ევროპული პარტიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხვდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი.

რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.

  • „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
  • ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ. 
  • EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" სვიფტიდან გათიშონ და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს. 

რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები