EPP-ის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ - წერეთელი

30.04.25 19:27
EPP-ის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ - წერეთელი

"ევროპის სახალხო პარტიის" მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი "მწვავე" დოკუმენტად აფასებს.

მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა EPP-ის მხარდაჭერა იმ გზაზე გამოიყენოს, რომელსაც ქვეყანა ცივილიზებულ მსოფლიოსკენ მიჰყავს. 

მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი და მწვავე რეზოლუცია, სადაც არის სოლიდარობა ქართველი ხალხის და იმ პროტესტის მიმართ, რომელიც დღეს მიმდინარეობს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ახალი არჩევნებისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, რეპრესიების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ არ ავცდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზას, რომელსაც ცივილიზებულ მსოფლიოსკენ მივყავართ". - განაცხადა გიგი წერეთელმა.

"ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღოდოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.

  • „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
  • ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ. 
  • EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" სვიფტიდან გათიშონ და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს. 

რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები