EPP მოითხოვს, ივანიშვილის ბანკი SWIFT-იდან გათიშონ და დაუბლოკონ Visa/MasterCard-ი

30.04.25 19:41
EPP მოითხოვს, ივანიშვილის ბანკი  SWIFT-იდან გათიშონ და დაუბლოკონ Visa/MasterCard-ი

ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო - EPP მოითხოვს, ივანიშვილის "ქართუ ბანკი" SWIFT-დან გათიშონ და დაუბლოკონ VISA და MASTERCARD-ი. 

  • ასეთი გადაწყვეტილების პრაქტიკა ევროკავშირს აქვს. ანალოგიური სანქციები პუტინის კონტროლირებადი ბანკების წინააღმდეგ მაშინ აამოქმედეს,  როდესაც ის ნუკრიანში შეიჭრა. 

ამასთან, "ევროპის სახალხო პარტია" ითხოვს, სანქციები შემოიღონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს.

EPP ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე"- წერია რეზოლიციაში. 

მსგავსი სიახლეები