მოსალოდნელია, "ქართულ ოცნებაში" სანქცირებულთა წრე გაიზარდოს - რა მოლოდინი აქვს თინა ხიდაშელს
უმკაცრესი რეზოლუცია "ევროპის სახალხო პარტიიდან" - "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მძიმე დღეები ელოდება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ EPP-ის მწვავე რეზოლუციის შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სანქციების ახალ პაკეტს უნდა ელოდონ.
ამ პარტიას აქვს ყველაზე დიდი კვოტა ევროკომისიაში. ვიცით, რომ არასახარბიელო ურთიერთობა აქვს "ქართულ ოცნებას" ევროკომისია ჩვენთვის მნიშვნელოვან მეორე პარტია "ალდესთან". ის არ არის მეორე პარტია სიდიდით, მაგრამ ჩვენთვის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან გაფართოების კომისარი "ალდეს" პარტიიდან არის. შესაბამისად, მოლოდინი იმისი, რომ იმ მასშტაბით და იმ დონეზე, რაც ევროკომისიას შეუძლია გააკეთოს, "ქართულ ოცნებას" პრობლემები ექნება, ამის მოლოდინი მაქვს.
მაღალია ალბათობა და შანსები, რომ გაგრძელდეს და გაფართოვდეს წრე იმ სახელმწიფოების, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში სანქციებს და შემაკავებელ ზომებს გამოიყენებენ "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით. "იპიპი" უმრავლესობაშია არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელსაც უკვე აქვს გამოყენებული სანქციები, არამედ ბევრ სხვა ევროპულ დიდ სახელმწიფოში. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ პარტიის კონგრესის გადაწყვეტილებების კვალობაზე, ამ ქვეყნების რიცხვი გაიზრდება." - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
"ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.
- „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
- ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ.
- EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" სვიფტიდან გათიშონ და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს.
რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე.