"ქართუ" ივანიშივლს გაემიჯნა - რას ამბობს ნატო ხაინდრავა SWIFT-დან გათიშვის მოთხოვნაზე
"ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა EPP-ის მიერ ივანიშვილის ბანკის SWIFT-იდან გათიშვის მოთხოვნაზე პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს.
"ტვ პირველის" კორესპონდენტმა ხაინდრავას კითხა, რა გეგმა აქვს ბანკს, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი SWIFT-იდან გაითიშება და Visa/MasterCard დაებოკება.
ხაინდავამ გუშინ მიღებულ რეზოლუციას "სულელური" უწოდა - "ქართუ ბანკის" მმართველი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართუს" დამფუძნებელიც კი არ არის:
სისულელეებით ნუ მირეკავთ. თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ბანკი SWIFT-იდან გაითშება თუ არა?! ეს (EPP-ის მიერ მიღებული რეზოლუცია) არის პოლიტიკური განცხადება, ჩვენ ვართ ფინანსური ორგანიზაცია...
დიდი ხანია, არ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკის დამფუძნებელი. ეს უნდა იცოხდეთ"- თქვა ხაინდრავამ.
- ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, "ქართუ ბანკის" 100% წილს უტა ივანიშვილი ფლობს.
ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო - EPP მოითხოვს, ივანიშვილის "ქართუ ბანკი" SWIFT-დან გათიშონ და დაუბლოკონ VISA და MASTERCARD-ი.
- ასეთი გადაწყვეტილების პრაქტიკა ევროკავშირს აქვს. ანალოგიური სანქციები პუტინის კონტროლირებადი ბანკების წინააღმდეგ მაშინ აამოქმედეს, როდესაც ის ნუკრიანში შეიჭრა.
ამასთან, "ევროპის სახალხო პარტია" ითხოვს, სანქციები შემოიღონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს.