კალაძე მტრად აცხადებს EPP-ს, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

01.05.25 14:58
კალაძე მტრად აცხადებს EPP-ს, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს. 

კალაძე ისევ ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ისინი "საქართველოს მომავალს ემტერებიან". 

ეს არ არის პირველი რეზოლუცია. ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს, თუმცა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ EPP მტრობს საქართველოს, ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ტიპის ბიუროკრატები, რა თქმა უნდა, ხელს ქვეყნის განვითარებას ვერ შეუშლიან". - განაცხადა კახა კალაძემ. 

"ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო -დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.

  • „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
  • ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ. 
  • EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" სვიფტიდან და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან გათიშონ. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს. 

რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები