რა გზავნილებით ჩამოვიდა ლევან დავითაშვილი ამერიკიდან საქართველოში
რა გზავნილებით ჩამოვიდა ლევან დავითაშვილი ამერიკიდან საქართველოში - "ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან საქართველოს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, თუმცა, კონკრეტულ შედეგებზე ვერ საუბრობს.
ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოზიციებისგან და პრიორიტეტებისგან ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მეტი პერსპექტივა გვაქვს ამერიკასთან პროდუქტიული და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის, ვიდრე გვექნებოდა სხვა პოზიციების შემთხვევაში", - ამბობს ივანიშვილის ვიცე-პრემიერი.
ლევან დავითაშვილს ასევე ჰკითხეს, რატომ არ ჰქონდა მას შეხვედრები აშშ-ში უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრები.
უმარლესი თანამდებობის პირები, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობეზე ჯერ კიდევ არიან დანიშვნის პროცესში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხვედროდით კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და იმ პირებს, რომლებსაც კონკრეტულად აქვს პასუხისმგებლობა საქართველოსა და რეგიონის მიმართ. ჩვენ მოვახერხეთ ასეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაცია. დიალოგი დაწყებულია, დიალოგი ვფიქრობ, რომ არის ძალიან პოზიტიური და ამას, რა თქმა უნდა დრო დასჭირდება, რომ ჩვენ ძალიან მალე ვიხილოთ შესაბამისი შედეგებიც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ივანიშვილის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი შეხვედრა ჰქონდა. ამერიკასთან მოლაპარაკებებში ისევ ლევან დავითაშვილია ჩართული. სახელემწიფო დეპარტამენტში დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა და ინფორმაციაც თავად გაავრცელა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
რა უთხრეს დავითაშვილს, ამერიკულ მხარეს ჯერ ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუვრცელებია.
26 აპრილს დავითაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ლევან დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორს, ენდრიუ პიკს.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები არ გავრცელებულა - სამინისტრომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუკზე თეთრი სახლის ფოტო დაურთო.