ვის აწყობდა "ბორჯომის ბაზრის" დაწვა - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

02.05.25 12:01
ვის აწყობდა "ბორჯომის ბაზრის" დაწვა - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

ლევან ხაბეიშვილის სკანდალური განცხადება გადაცემა "რეაქციაში" - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის კალაძის გეგმაში და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს".

ამ განცხადებას კომენტარები მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციაში. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ თუ აღნიშნული ტერიტროია გზისთვის სჭირდებათ,  "მარტო ბაზრობა კი არა შეიძლება საცხოვრებელი სახლებიც კი დაწვან" და სულაც არ არის კონსპირაციული თეორია ის,რ აც ლევან ხაბეიშვილმა გააჟღერა.

ეს ვარაუდი არ არის გამორიცხული. ეს არ არის კონსპირაციული თეორია. იმიტომ, რომ ამდენი ხანი ეს მშაობდა, იყო ქვეიჯარით გადაცემული შპს ბაქანზე. მეტ-ნაკლებად იყო დაცული წესები და რატომ მოხდა ეს, უნდა გამოიძიონ. მაგრამ რაზეც არის საუბარი, რომ წილოსანს უნდა გადასცენ, ეს ქვეყანა ხომ ფიქრობენ, რომ მაგათია და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. გზისთვის სჭირდებათ? მარტო ბაზრობა კი არა შეიძლება საცხოვრებელი სახლებიც კი დაწვან", - აცხადებს ვატო სურგულაძე. 

გახარიას გუნდის წევრი საკრებულოში, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ნამდვილად ეჭვებს ბადებს სხვადასხვა ადგილას გაჩენილი ხანძრები, სადაც შემდეგ კერძო პირების ბიზნესინტერესები იკვეთება და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე შენდება სავაჭრო ცენტერები, საცხოვრებელი კორპუსები. ამიტომაც ხვედელიანი მერიას მოუწოდებს, დამზვარ ბაზართან დაკავშირებით წარმოადგილოს გეგმა და თქვას, რას აკეთებენ დაზარალებულებთან დაკავშირებით.

სასწრაფოდ თბილისის მერიამ უნდა განაცხადოს და ეს ეჭვებიც უნდა გაფანტოს. ეს ეჭვები იქიდან ჩნდება, რომ ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში თბილისში სხვადასხვა ადგილებში ხანძრებს, რომელთა შედეგად შემდეგ მოცემულ ადგილზე, სხვადასხვა ინვესტორების და კერძო პირების ინტერესებიდან გამომდინარე შენდება სავაჭრო ცენტერები, საცხოვრებელი კორპუსები. ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თბილისის მერიამ დადოს გეგმა, რას აპირებენ პირველ რიგში, დაზარალებულებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი პრობლემებსი იდენტიფიცირება და მდგომარეობის გაუმჯობესება და რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით, რა მონაცემები და რა ხედვები აქვს", - ამბობს ტატა ხვედელიანი.  

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცახდებით, ბორჯომის ბაზრის ტერიტორია თბილისისი მერიის ახალი გზისს საპროექტო არეალშია მოქცეული. ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კახი კალაძეს სადგურის მოედნიდან ნაძალადევამდე ახალი გზა გაჰყავს. ხაბეიშვილის მტკიცებით, ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნინო წილოსანის მამის ტერიტორიისთვის, რომელიც ელექტრო-ვაგონ-შემკეთებელი ქარხნის ნაცვლად კორპუსების აშენებას აპირებს. ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცდხადებს, რომ ნინო წილოსანის მამამ და "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ თავიანთი ქონება კალაძის ბიზნესპარტნიორსა და ნათელმირონზე, ილია წულაიაზე გაასხვისეს.

 

მსგავსი სიახლეები