კრემლის და ივანიშვილის პარტიის იდენტური რიტორიკა „დიფ სთეითზე" - თბილისში პირველი პოლიტიკური შეფასებები კეთდება

02.05.25 17:18
კრემლის და ივანიშვილის პარტიის იდენტური რიტორიკა „დიფ სთეითზე" - თბილისში პირველი პოლიტიკური შეფასებები კეთდება

კრემლის და ივანიშვილის პარტიის იდენტური რიტორიკა - დღეს ტელეგრამ არხზე განცხადება  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპს „დიფ სთეითი“ სასტიკ წინააღმდეგობას უწევს".

ტრამპისა და „დიფ სთეითის“ წინააღმდეგობაზე დიდი ხანია საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. დღეს ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კიდევ გაიმეორა, რომ  "დიფ სთეითს" გავლენის ბერკეტები გააჩნია".

"დიფ სთეითიც" არსებობს! ეს ყველამ აღიარა და ყველასთვის ცნობილია, რომ მას თავისი ინტერესები გააჩნია - ამტკიცებს ვოლსკი.

რეიტინგში დაკლება-მომატება ეს პერმანენტული პროცესია. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პრობლემების მიმართ, მნიშვნელოვანწილად, ძალიან დიდი პროცენტით,  ემთხვევა იმ მიდგომებს, იმ ხედვებს, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია. პროცესები მიმდინარეობს, "დიფ სთეითიც" არსებობს. ეს ყველამ აღიარა. ყველასთვის ცნობილია, იმას თავისი ინტერესები გააჩნია, რეალურად, გავლენის ბერკეტებიც გააჩნია, ყველას თავისი ინტერესი გააჩნია, მათ შორის იმ ქვეყნებს, აი ამ დაპირისპირებაში მონაწილეობენ", - ამბობს გია ვოლსკი. 

ოპოზიციაში ამბიბენ, რომ "ქართული ოცნება" თავის ნარატივს კრემლთან აპარალელებს, ამიტომაც პოლიტიკოსებს დიმიტრი მედვედევის განცხადება არ გაკვირვებიათ. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მოსკოვი და "ქართული ოცნება" ერთნაირი, მოგონილი კონსპირაციის თეორიაზე ზიან და ერთნაირ მესიჯებს ციტირებენ. 

არამც თუ აპარალელებს "ქართული ოცნება" მოსკოვთან თავის ნარატივს, არამედ, ის ნარატივი, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს პროპაგანდაში, არის ნარატივები, რომელიც დაწერილია მოსკოვში და დირექტივა არის მოსკოვის, რომ ეს იქნას გაჟღერებული მისი სატელიტი ხელისუფლებების მიმართ.  გლობალური ომის პარტია, როგორც იყო რუსეთის იმპერიის ოხრაკის მიერ მოგონილი კონსპირაციის თეორია თავის დროზე, ზუსტად იგივე მოგონილი კონსპირაციის თეორიაა კრემლში დღეს "დიფ სთეითი" და ერთნაირ მესიჯზე არიან", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ "ოცნებას" პასუხისმგებლობის მოშორება უნდა და სწორედ ამიტომ ცდილობს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება გამოგონილ "დიფ სთეითს" გადააბრალოს.

პასუხისმგებლობის მოშორება უნდა "ქართულ ოცნებას" იმაზე და უნდა ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ვითარება გადააბრალოს სხვას. იქცევიან ისე, როგრც იქცევა პუტინი. აი აქეთკენ მიდის "ქართული ოცნების" ხელისუფლება", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები