"დიფ სთეითი" ტრამპს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს - მედვედევი

02.05.25 13:31
"დიფ სთეითი" ტრამპს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიფ სთეითი“ სასტიკ წინააღმდეგობას უწევს.

აშშ-ს სენატი, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო "გამანადგურებელი სანქციების" დაწესებისთვის ემზადება. ვნახოთ რა პასუხი ექნება ახალ ადმინისტრაციას. ტრამპის რეიტინგი დაეცა, "დიფ სთეითი" მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს", - დაწერა მედვედევმა ტელეგრამ არხზე. 

ტრამპისა და „დიპ სთეითის“ წინააღმდეგობაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. მაგალითად, ამბობენ, რომ თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სთეითს“, საქართველოზე ზეწოლაც შესუსტდება. თუმცა აპრილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული სპიკერის, ზაზა შათირიშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სინამდვილეში ტრამპის ადმინისტრაციასაც „დიფ სთეითი“ აკონტროლებს.

 

მსგავსი სიახლეები