ინფლაცია და გაზრდილი ფასები საქართველოში - ექსპერტები "ოცნების" პოლიტიკის სავალალო შედეგებზე საუბრობენ
ინფლაცია და გაზრდილი ფასები საქართველოში - საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 3,4% -ია. 18%-ით არის მომატებული ზეთისა და ცხიმის ფასი, 16%- ით ბოსტნეულის, 8 %-ით პურის, გაძვირებულია წამლების და სამედიცინო მომსახურების ფასებიც.
ექსპერტები "ოცნების" პოლიტიკის სავალალო შედეგებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ინფლაცია იმ პოლიტიკური კრიზისით არის განპირობებული, რომელიც ახლა ქვეყანაშია.
ფასებიც სწორედ ამ კონტექსტში იზრდება, იმიტომ რომ ინფლაცია პირდაპირ მიბმულია ფასების ზრდაზე - ამბობს ბადრი ნიაურია
ინფლაციაზე და ფასების ზრდაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება არა ინსტიტუციური გზით და არ არსებობს ბიზნესსა და საზოგადოებას შორის გრძელვადიანი ხედვები. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ პოლიტიკური კრიზისით, რაც სახეზე გვაქვს და სწორედ ეს არის კრიზისი, როდესაც ერთ სოციალურ პოლიტიკური მოქმედება ვრცელდება უკვე ეკონომიკაზე. ფასებიც სწორედ ამ კონტექსტში იზრდება, იმიტომ რომ ინფლაცია პირდაპირ მიბმულია ფასების ზრდაზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობა დაკარგა ეროვნულმა ვალუტამა", - ამბობს ბადრი ნიაური.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის თქმით, "მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც ყელყელაობს ხელისუფლება არაფერ კავშირში არ არის რეალურ ეკონომიკასთან."
საშიში მაჩვენებელი არის სასურსათო პროდუქტების ინფლაცია 7 %- იანი და ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდა 9%-იანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაზისო მოთხოვნილებები, რაც ყველა ჩვენს თანამოქალაქეს აქვს ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი. როცა ვხედავთ, რომ ზეთზე არის ფასი გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ადამიანი აუცილებლად იყენებს არის ზრდა. რაც ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც ყელყელაობს ხელისუფლება არაფერ კავშირში არ არის რეალურ ეკონომიკასთან და როგორ ცხოვრებს ერთი საშუალო მოქალაქე", - ამბობს თაზო დათუნაშვილი