კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას შეცვლის

27.11.26 21:07
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას შეცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებას უსაფუძვლო გადაწყვეტილებად მიიჩნევს და საკითხით რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დაინტერესებას ელოდება.

კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსული მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ [რუსეთის ფედერაციის] უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, ეს არის ჩვენი მოლოდინი”, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები