ამორალურია, ვინმეს მოუწოდო, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში - მიხეილ სააკაშვილი

29.09.21 18:16
ამორალურია, ვინმეს მოუწოდო, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში - მიხეილ სააკაშვილი

,,ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კომენტარს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ ხმის მიცემის დასრულებამდე ის საქართველოში გამოჩენას არ გეგმავს.

სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა.

რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, დღეს განაცხადა,  ,,სააკაშვილის სურვილი, ჩავიდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება". 

მსგავსი სიახლეები