სანქცირებულთა დიდი შეკრება - რა ხდებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

03.05.25 20:14
სანქცირებულთა დიდი შეკრება - რა ხდებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა 34-ე რიგგარეშე კონფერენცია დახურულ რეჟიმში  გაიმართა. ადგილზე პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები - მოსამართლეთა მიმართ პერიოდულად ისმოდა შეძახილები „მონა“.

დედების პროტესტი მოჰყვა იმ მოსამართლეების გამოჩენას, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

კონფერენციის ჩატარების შესახებ კრიტიკული მედია ინფორმირებული არ იყო, თუმცა "შაბათის ეთერმა" რამდენიმე მოსამართლესთან გასაუბრება შეძლო. 

"კლანის" წევრებად აღიარებული მოსამართლეები ძირითადად კითხვებს არ პასუხობდნენ და გარბოდნენ. 

არცერთ მოსამართლეს დღეს არ ჰქონდა კითხვაზე პასუხი - რატომ დახურეს მედიისთვის ღონისძიება. 

დღეს მურუსიძე- გვრიტიშვილთან კითხვების დასმის უფლებამ მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებმა ჰქოდნათ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია მიმდინარეობდა. საჯარო კომენტარიც სწორედ პირველმა არხმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები