ვიცემერი ხმალაძე ქოცური კორუფციის ერთ-ერთი ეტალონია - თამაზ დათუნაშვილი
"ოცნების" მაღალჩინოსნების დიდძალი ქონებები ოპოზიციას არ უკვირს. ქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს "ქოცური კორუფციის ეტალონად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქონების გადამალვა და სხვა პირზე გადაფორმება ძველი, აპრობირებული მეთოდია.
ვიცემერი ხმალაძე არის ქოცური კორუფციის ერთ-ერთი ეტალონი. რაც ამ კაცმა ჯერ ენერგეტიკის სამინისტროში, შემდეგ თბილისის მერიაში ხაპა, ალბათ ტოპ ხუთეულში შედის იმ ადამიანების, ვინც გადასახადების გადამხდელების ფულს იპარავს ისეთ მასშტაბში, როგორც ის აკეთებდა. ეს ადამიანი მთელი კოვიდის პერიოდი მთელ საქართველოს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ერთ ვახშამზე 1000 ლარის ხორცს ჭამდა ხოლმე და არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ ის ძალიან ძველი აპრობირებული თემა, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში და შევარდნაძის პერიოდშიც, თანამშრომლებზზე, ახლობლებზე, ნათესავებზე, მეტნაკლებად სანდო პირებზე, რომელზეც გასვლა არ შეიძლება ნათესავური კავშირებით, ასეთ ადამიანებზე ქომების გადაფორმება, - ამბობს დათუნაშვილი.
362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო ბეთანიაში - "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქონება კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა.
ოფიციალურად ბეთანიაში სახლ-კარის მფლობელი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, თამარ მელიქიშვილია.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, თუ სასახლე ბეთანიაში ნამდვილად მას ეკუთვნის, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ როგორ მოაგროვა მილიონ 200 ათასი რომ ეს უძრავი ქონება, სესხის გარეშე შეეძინა - თამარ მელიქიშვილი კითხვებს არ პასუხობს.