ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე-თაზო დათუნაშვილი “MEGOBARI ACT-ის” განხილვაზე

05.05.25 13:42
 ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე-თაზო დათუნაშვილი “MEGOBARI ACT-ის” განხილვაზე

ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI ACT -ის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილ „MEGOBARI ACT -ის” განხილვას.

დათუნაშვილის თქმით, კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოს დარწმუნებულია, რომ “ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს.

კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე დოკუმენტურად ის ლეგენდა გაფორმდება, რომ ტრამპთან „ქართული ოცნება“ დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო თავისუფალი სამყაროს ლიდერთან და მის იდეოლოგიასთან არ აქვთ. შესაბამისად, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში, სხდომაზე განხილვებში და შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI ACT -ის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI ACT-ის“ განიხილავს. ქართველი ხალხის მხარდამჭერი  დოკუმენტის განხილვა, ვაშინგტონის დროით, შვიდ საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები